III კლასი
ქართული
ენა და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპიმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის დანიშ-ნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო
ქცევის წარმართვა ადრე-სატის გათვალისწინებით.
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია
ლიტერატუ-რული
ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ. III. 3. მოსწავლეს
შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანა-დოდ გამოყენება.
|
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძ-ლია სხვადასხვა სახის
საინ-ფორმაციო ხასიათის ილუს-ტრირებულ
ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლო-პედიიდან,
მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხური-ანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძ-ლია მცირე ზომის სხვადასხვა
სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის,
იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძ-ლია
ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. III. 8. მოსწავლეს შეუძ-ლია
მარტივი ტექსტის არსე-ბითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად
აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი,
ვიდეო და აუდიომასალა.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
|
ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის
ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
ქართ. III. 13. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული
ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.
ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი
ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის
წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკომუნიკაციო და მიზნობრივი ტექსტების ადრესატს
(თანატოლებს, უფროსებს, წარმოსახვით პერსონაჟებს და სხვ.); ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს
შესაბამის სამეტყველო ეტიკეტსა და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
·
მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს
სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და
ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.
ქართ. III. 2. მოსწავლეს
შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის
შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს,
პერსონაჟებს;
·
აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს
თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·
ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის
შინაარსს;
·
მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის
შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
·
ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა
და პირად გამოცდილებას შორის;
·
მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“,
„საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია /
მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს
საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“,
„საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.);
·
შინაარსის უკეთ გასააზრებლად ცდილობს, კითხვების
დასმით გაარკვიოს ახალი სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა.
ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი
ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“,
„ცხოველები“, „ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
·
სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად იყენებს
კავშირებსა და სიტყვა-კავშირებს (ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
·
სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და
უარყოფით ნაცვალსახელებს;
·
სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს სიტყვებს:
ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი და სხვ.;
·
მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
·
სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;
·
განარჩევს და სწორად იყენებს ჩვეულებრივ და
თავაზიანობის გამომხატველ ზმნურ ფორმებს („მოდი – მობრძანდით“; „აიღე – ინებეთ“,
„დაჯექი – დაბრძანდით“ და სხვ.).
მიმართულება:
კითხვა
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში თავისუფლად მოიძიებს
მასწავლებლის მიერ წაკითხულ ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს
მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
·
ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს
პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება
(მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი
ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს თემას;
·
ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს (სათაურს, ილუსტრაციას,
წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების რაოდენობას, სქემასა და სხვ.);
·
ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის
ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
·
ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;
·
ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
·
ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი,
როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
·
ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს
დასკვნები.
ქართ. III. 6. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის,
ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)
დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი,
რითი და სხვ.);
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს,
მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
·
იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის
არსებით ინფორმაციას;
·
განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·
განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
·
ამოიცნობს და ასახელებს დიალოგში მონაწილეთა რაოდენობას;
·
ითვლის ტექსტში რეპლიკების რაოდენობას;
·
განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის რეპლიკა და ვინ არის მისი ადრესატი;
·
განსაზღვრავს რეპლიკის მიზანს (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
·
ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური,
მტრული, მეგობრული და სხვ.);
·
გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას,
დასკვნას);
·
ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს.
ქართ. III. 7. მოსწავლეს
შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·
ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ
ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის
მსგავსება-განსხვავებაზე;
·
ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და
აფასებს მათს საქციელს;
·
ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
·
წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და
აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის
შინაარსს).
ქართ. III. 8. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს
შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის თვისებისა და ოდენობის გამომხატველ ლექსიკას,
მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
·
კითხვების (რა? ვინ? როგორი? რამდენი? რას აკეთებს?) გამოყენებით აჯგუფებს
სიტყვებს და ადარებს მათ ერთმანეთთან;
·
ამოიცნობს სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, ორწერტილის, მრავალწერტილის,
ბრჭყალების, კითხვისა და ძახილის ნიშნების) ფუნქციას;
·
ამოიცნობს პირდაპირ ნათქვამს.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან
თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი
ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
·
თანმხლები ტექსტის გარეშე ამოიკითხავს ვიდეომასალის სახეობას (რეკლამა,
კინოანონსი, რეპორტაჟი);
·
მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს)
ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
·
გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს
მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
·
ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
·
საყვარელი ნაწარმოების / ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
·
ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის
შესახებ;
·
წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს
მას;
·
მთლიანობაში აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ
მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს,
სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტსა და სხვ.) და
იყენებს მათ საყრდენებად კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას;
·
აღწერს, რა ხერხს მიმართა დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
·
დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენადაა პასუხის
სისწორეში დარწმუნებული („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა
ვარ დარწმუნებული“);
·
განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს
პასუხის დასაზუსტებლად;
·
მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი
ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით);
·
სარგებლობს სასკოლო ბიბლიოთეკის კატალოგებით, ავტორისა და სათაურის მიხედვით
მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო
ჟურნალ-გაზეთებს.
მიმართულება: წერა
ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი
მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს მარტივ ინსტრუქციებს (მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე,
როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს და ა. შ.);
·
კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი
ბარათის ტექსტს;
·
თხზავს და შესაბამისად აფორმებს მარტივ დიალოგებს.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის
დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
·
სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას
(მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველები“ და სხვ.);
·
აღწერს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
·
თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს წერილობით;
·
წერს კარნახით;
·
ტექსტის შედგენის დროს იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და ფრაზებს;
·
ტექსტის ან ეპიზოდის შინაარსის გადმოცემისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას,
ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტებს, მარტივ შედარებებს).
ქართ. III. 13. მოსწავლეს
შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის
შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
·
სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ, ან)
რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
·
სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი
მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
·
სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს:
ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი;
·
სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში,
სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა
და რიცხვში;
·
მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან
შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
·
იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო
ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
·
სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს
სტრიქონიდან სტრიქონზე;
·
სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს,
მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).
ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით
ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
·
კარნახით ნაწერ ტექსტს უდარებს დედანს ჩასწორების მიზნით;
·
ამოწმებს და ჩაასწორებს ნაწერში მისთვის ნაცნობ სასვენ ნიშნებს.
პროგრამის შინაარსი
შედეგების
მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის გაგება,
ანალიზი და შეფასება
ძირითადი
თემატიკა:
ლექსიკოლოგიური
ასპექტი: აქტიური ლექსიკური ფონდი; სიტყვათა დაჯგუფება-განსხვავება
შინაარსობრივი და ექსპრესიული თვალსაზრისით; ხატოვანი გამონათქვამები და მარტივი
ფრაზეოლოგიზმები.
გრამატიკული
ასპექტი: წინადადების ძირითადი წევრები: ზმნა-შემასმენელი და
მასთან დაკავშირებული მოქმედი პირი (სუბიექტი); ზმნა და საგარემოებო სიტყვები;
კავშირები წინადადებაში. სახელის სხვადასხვა ბრუნვის ფორმებს შორის ფუნქციური
სხვაობა; ზმნური და სახელური ფორმაცვალება; ტიპობრივი ორთოგრაფიული შეცდომების
გასწორების წესები; ძირითადი სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვისა და
ძახილის ნიშნები, ბრჭყალები, ორწერტილი, მრავალწერტილი).
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საკომუნიკაციო ამოცანა და მიზანი; მიზნობრივი ტექსტის
დანიშნულება და ადრესატი. საუბრისა და კამათის თემა; ჯგუფური აქტივობა, სიტუაციური
თამაში და კონკრეტული როლი; საბავშვო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; კითხვის
სტრატეგიები (თემა, მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირები, სათაურისა და ტექსტის
აზრობრივი მიმართება). ტექსტის ტიპები: მიზნობრივი ტექსტები (რეცეპტი, სამახსოვრო
წესები, აბრა, რეკლამა, განცხადება); ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხები.
3.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: თანატოლების ცხოვრება, სათავგადასავლო, იუმორისტული ნაწარმოებები,
დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები.
საკითხავი მასალა: ქართული და მსოფლიოს ხალხთა
ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; ადაპტირებული ლიტერატურული ტექსტები,
ლირიკული და სიუჟეტიანი ლექსები, პროზაული თხზულებები (მცირე ზომის) დასრულებული ამბით,
საინტერესო სიუჟეტით, მკაფიოდ და ნათლად გამოხატული სათქმელით.