III კლასი
მუსიკა
სტანდარტი
წლის
ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულებების მიხედვით
პრაქტიკული უნარ-ჩვევები
|
კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია
|
მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
|
მუს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
|
მუს.III.7. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების მიმართ.
|
მუს.III.12. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ხელოვნების დარგები და ხელოვნებასთან დაკავშირებული
პროფესიები.
|
მუს.III.2. მოსწავლეს შეუძლია
სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
|
მუს.III.8. მოსწავლეს
შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.
|
მუს.III.13. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი
ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
|
მუს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას
გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
|
მუს.III.9. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
|
მუს.III.14. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს
ნასწავლი მუსიკალური საკრავები.
|
მუს.III.4. მოსწავლეს
შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი
ნიშნების
ამოცნობა.
|
მუს.III.10. მოსწავლეს აქვს
უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.
|
|
მუს.III.5. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო
საქმიანობის ორგანიზება.
|
მუს.III.11. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს,
რომ მუსიკა გრძნობებისა და
განწყობილებების
გამოხატვის საშუალებაა.
|
|
მუს.III.6. მოსწავლეს შეუძლია
ჯგუფში მუშაობა.
|
|
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: პრაქტიკული
უნარ-ჩვევები
მუს.III.1. მოსწავლეს შეუძლია
მუსიკალური ენის ნასწავლი
ელემენტების
ამოცნობა
და მათი გამოყენება
რიტმულ-ინტონაციურ
სავარჯიშოებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
განასხვავებს
მუსიკალური ბგერის ხანგრძლივობას გამღერების, ინსტრუმენტზე დაკვრის დროს;
·
განასხვავებს ნელ და ჩქარ შესრულებას, ხმამაღალ და ხმადაბალ
ხმოვანებას მუსიკალური ფრაგმენტების მოსმენისას;
·
განასხვავებს რეგისტრებს
სხვადასხვა სიმაღლეზე გაჟღერებული მუსიკალური ფრაზის მოსმენისას (მაღალი – დაბალი);
·
განასხვავებს
ორ- და სამწილად მეტრს ცეკვის, მოძრაობის საშუალებით (ვალსი, პოლკა);
·
სიმღერისას,
მუსიკის მოსმენისას გამოყოფს მახვილებით ტაქტის ძლიერ დროს;
·
გამოხატავს
მუსიკის რიტმს ფეხის დარტყმით, ტაშით;
·
თანაკლასელებთან ერთად აჰყვება
მუსიკას, '"უკრავს" სხვადასხვა რიტმულ ნახაზს სათამაშო ინსტრუმენტებისა
და ყოველდღიური მოხმარების საგნებისგან შემდგარ “ანსამბლში”, “ორკესტრში”.
მუს.III.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა
მარტო და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
- სიმღერით
იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს, მელოდიებს;
·
თანაკლასელებთან ერთად
ასრულებს პოპულარულ მელოდიებს, ერთხმიან და მარტივ ორხმიან სიმღერებს მასწავლებლის
დახმარებით;
·
ასრულებს მრავალხმიანი
სიმღერის ერთ ხმას გაბმული ბანის ფონზე;
·
მღერის მარტივ სიმღერებს იმ
უცხო ენაზე, რომელსაც სწავლობს;
·
სწორად რეაგირებს სადირიჟორო
ჟესტებზე (ჩუმად, ხმამაღლა, ნელა, ჩქარა,
ერთად, თავიდან).
მუს.III.3. მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს
გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმის, მოძრაობის, ცეკვის,
მიმიკის, ჟესტის, თამაშის საშუალებით გამოხატავს ამა თუ იმ განწყობილებას;
·
გამოხატავს ამავე განწყობილებას ინსტრუმენტთან
შეხების, ხმაურის, ტაშის, ნახატის საშუალებით;
·
გაითამაშებს
სხვებთან ერთად რაიმე ამბავს მუსიკალური
ნაწარმოებიდან მიღებული
განწყობილების გადმოსაცემად;
·
გაითამაშებს
მარტივ ეტიუდებს შესაბამისი იმპროვიზაციული ტექსტის დამატებით;
·
სხეულის მოძრაობით გადმოსცემს
მუსიკით გამოწვეულ ემოციას.
მუს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური
დამწერლობის ნასწავლი ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს და ხატავს ვიოლინოს გასაღებს;
·
განარჩევს და ასახელებს სანოტო სისტემის ხაზებს;
·
ამოიცნობს, ასახელებს და წერს ნოტებს ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე.
მუს.III.5. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის
ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
მოიტანს გაკვეთილისთვის
საჭირო ნივთებს;
·
აქტიურადაა ჩაბმული გაკვეთილის მსვლელობაში;
·
მონაწილეობს
გამოკითხვაში;
·
სვამს
კითხვებს;
·
ჩაიწერს
დავალებას.
მუს.III.6. მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფში მუშაობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
მუშაობს სხვებთან ერთად;
·
ეხმარება თანაკლასელებს;
·
ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;
·
ემზადება ჯგუფური წარმოდგენისათვის.
მიმართულება:
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
მუს.III.7. მოსწავლეს
შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების მიმართ.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს
და ასახელებს ნაცნობ მელოდიას/მუსიკალურ თემას;
·
მოსმენისას
ტაშით, სიმღერით, მოძრაობით, ცეკვით აჰყვება მუსიკას;
·
ახასიათებს
კონკრეტულ მუსიკალურ ფრაგმენტს მელოდიის, ტემპის, ხმოვანების სიძლიერის, მეტრის მიხედვით;
·
განასხვავებს
ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს;
·
იმეორებს
მუსიკალურ საქცევს, მელოდიას, დამახასიათებელ რიტმულ ნახაზს
·
“დირიჟორობს”
მოსმენისას;
·
მუსიკით
გამოწვეულ განწყობილებას, ემოციას გადმოსცემს ნახატში.
მუს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
ნასწავლ ტერმინებს საუბრის დროს და
საჭიროების შემთხვევაში განმარტავს მათ;
·
სვამს კითხვებს ახალი ტერმინის, სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტების მიზნით.
მუს.III.9. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
კლასის ღონისძიებებში;
·
მონაწილეობს
და ესწრება სკოლის საანგარიშო კონცერტს;
·
დადის
თეატრში, კონცერტზე, მუზეუმში.
მუს.III.10.
მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის
შემოქმედებასა და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დადებითად
აფასებს თანაკლასელების მიერ გამოვლენილ ნებისმიერ უნარს – სიმღერა, ცეკვა, ხატვა, რიტმის
გრძნობა, წერის უნარი;
·
აცდის
სხვებს პასუხის დასრულებას;
·
კორექტულია
აზრის გამოთქმის დროს.
მუს.III.11. მოსწავლეს ესმის
და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა
და განწყობილებების
გამოხატვის საშუალებაა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს იმაზე, რა
განწყობილებას უქმნის ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები;
·
მუსიკალური საკრავის ტემბრს
უკავშირებს კონკრეტულ განწყობილებას;
·
განწყობილების შესაბამისად
ასრულებს ნაცნობ მელოდიას, სიმღერას;
·
საუბრობს იმაზე, რისი
გამოხატვა სურდა ავტორს კონკრეტულ ნაწარმოებში.
მიმართულება:
მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
მუს.III.12. მოსწავლეს
შეუძლია განასხვავოს
ხელოვნების დარგები და ხელოვნებასთან
დაკავშირებული პროფესიები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ასხვავებს ხელოვნების სხვადასხვა
დარგს - მუსიკას, მხატვრობას,
ქანდაკებას, ცეკვას, პოეზიას;
·
აკავშირებს
ხელოვნების დარგებთან შესაბამის
პროფესიებს და აღწერს მათ საქმიანობას (მაგალითად,
მუსიკა – კომპოზიტორი – წერს მუსიკას);
·
ასახელებს
ხელოვნების ამა თუ იმ დარგის ორ ან მეტ
ნიმუშს და ამ დარგის გამომსახველ საშუალებებს, მასალას.
მუს.III.13. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი
ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს კითხვებს მოსმენილ ნაწარმოებთან
დაკავშირებით;
·
პარალელს ავლებს მოსმენილ და წაკითხულ,
ნანახ ნაწარმოებებს შორის;
·
აკავშირებს მუსიკალური ნაწარმოებების სიუჟეტს,
ტექსტს ყოველდღიურ მოვლენებთან (მგზავრობა,
თამაში, ამინდი...).
მუს.III.14. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან
განასხვავოს
ნასწავლი მუსიკალური საკრავები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკრავებს სოლო ჟღერადობის
დროს;
·
განასხვავებს საკრავებს მასალის მიხედვით;
·
ხატავს ინსტრუმენტს ან მის
რომელიმე ნაწილს.
პროგრამის შინაარსი
რიტმულ-ინტონაციური
სავარჯიშოები:
·
მუსიკალური ენის
ელემენტები: მელოდია (დიატონური, 4-8 ტაქტი), რიტმი (მთელი, ნახევარი,
მეოთხედი, მერვედი გრძლიობები, პაუზა), დინამიური ნიუანსები (Forte, Piano,
Creschendo, Diminuendo), ტემპი (Allegro, Adagio, Presto, Moderato), მეტრი
(ორწილადი, სამწილადი), კეთილხმოვანი, არაკეთილხმოვანი ჟღერადობა.
სიმღერა:
·
სიმღერა
თანხლებით;
·
ერთხმიანი
და მარტივი ორხმიანი სიმღერები, საბავშვო, ხალხური სიმღერები, მელოდიები
პოპულარული ნაწარმოებებიდან, მაგალითად, ”ცანგალა და გოგონა”, ”მუმლი მუხასა”, ”მოხევის ქალო თინაო”, ”ვისია,
ვისია ქალი ლამაზი”; ჯ. კახიძე - ”მზის სიმღერა”; მ. აროშიძე - ”კანფეტების
თოვლი”, ი. ბობოხიძე – "გოგო ანა";
ა. ბასილაია – "ცისარტყელები", "სოფლის მაშენებლები"; ჯ. კახიძე, ვ. კახიძე – "ალილო"; ვ. გოკიელი – წითელქუდას
სიმღერა; გ. ცაბაძე – "საათი"; მ. დავითაშვილი -
“პატარა გუგული”; გ. ჰუსეინი – ”Cücələrim"
("ჯუჯალარიმ"); ვ.
შაინსკი - “От улыбки";
ლ. ბეკმანი -”В лесу родилась ёлочка”; რ. როჯერსი - ”The Lonely
Goatherd”; შოტლანდიური სიმღერა - "My Bonnie"და სხვ.
განწყობილების
გადმოცემა:
·
ხმით,
მოძრაობით, მიმიკით, ჟესტით, ცეკვით, თამაშით;
·
ეტიუდების
შესრულება.
მუსიკალური
დამწერლობა:
·
ვიოლინოს გასაღები;
·
სანოტო
ნიშნები ხუთხაზიან სისტემაზე;
·
მთელი, ნახევარი, მეოთხედი გრძლიობის ნოტები.
მუსიკალური
ტერმინები:
·
მელოდია,
რიტმი, გრძლიობა, პაუზა, რიტმი, ტემპი, ტემბრი;
·
ტემპები: Allegro - ჩქარა, Adagio - ნელა, Presto - ძალიან ჩქარა, Moderato – ზომიერად;
·
დინამიური ნიუანსები: Forte - ხმამაღლა, Piano - ხმადაბლა, creschendo - ხმოვანების
გაძლიერება, diminuendo - ხმოვანების
შესუსტება;
·
კომპოზიტორი, ფოლკლორი, პიესა, კონცერტი, რეპეტიცია, ორკესტრი, დირიჟორი, სოლისტი, აკომპანემენტი,
ბალეტი, ოპერა, თეატრალური/საოპერო/საბალეტო დასი, მოქმედება/აქტი, ანტრაქტი,
არია, ანსამბლი, დუეტი;
·
ნასწავლი საკრავების სახელწოდებები.
მუშაობის
ფორმები:
·
ჯგუფური,
წყვილში, ინდივიდუალური.
ღონისძიებები:
·
კლასის
ზეიმი;
·
სკოლის
საანგარიშო კონცერტი.
მუსიკალური ნაწარმოების
აღქმა კონტექსტში:
·
ინფორმაცია
შესწავლილი და მოსმენილი ნაწარმოებების შესახებ: შექმნის ისტორია, სიუჟეტი, ავტორი;
·
განწყობილების
ამოცნობა, საუბარი შთაბეჭდილებებზე;
·
ხელოვნების
დარგების გაცნობა: მუსიკა, მხატვრობა,
ქანდაკება, პოეზია, მწერლობა... ამ დარგების კონკრეტულ პროფესიებთან, ადამიანებთან
დაკავშირება.
საკრავები:
·
ხალხური
და კლასიკური ინსტრუმენტების ამოცნობა ფორმით და ჟღერადობით, მაგალითად: ჭიბონი,
ჩანგი, დაირა, ჰობოი, ზარები, კონტრაბასი, სამკუთხედი.
რეკომენდებული
მოსასმენი მასალა:
·
ხალხური
სიმღერები, ფრაგმენტები ქართული და უცხოური ნაწარმოებებიდან, საბავშვო მუსიკალური
პროგრამული პიესები, ფრაგმენტები ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებებიდან, მაგალითად, დასაკრავი
ჩონგურზე, "ქართლური
მრავალჟამიერი"; ”თებრონე
მიდის წყალზედა”, ”მორბის არაგვი”, საგალობელი "ღმერთი უფალი"; ზ.
ფალიაშვილი - კიაზოს
სცენა და მოწოდება ხალხისადმი "თავისუფლება" ოპერიდან "დაისი",
ცეკვა "ქართული" ოპერიდან "აბესალომ და ეთერი"; დ. არაყიშვილი - აბდულ არაბის
არიოზო, დუეტი რუსუდანთან და ცეკვები ოპერიდან ”თქმულება შოთა რუსთაველზე”; აფხაზური
სიმღერა "სალუმან ახაწა" (ანსამბლ "ნანინას" შესრულებით); ნ.
სულხანიშვილი
- "მესტვირული";
ჯ. კახიძე
- "იავნანა" კინოფილმიდან "იავნანამ რა
ჰქმნა", ი. ს. ბახი
- ბრანდენბურგის
კონცერტი #2,
III ნაწილი – ბლოკფლეიტა, ჰობოი;
დ.
სკარლატი -
სონატა, K.
159, დო
მაჟორი; ა. ვივალდი -
"გაზაფხული", I ნაწილი, კონცერტების ციკლიდან "წელიწადის
დრონი"; ვ.
ა. მოცარტი
- უვერტიურა ოპერისათვის "ფიგაროს ქორწინება"; ლ. ბეთჰოვენი -
საფორტეპიანო კონცერტი #1, III ნაწილი; ე. გრიგი - "დილა" სიუიტიდან
"პერ-გიუნტი”;
კ. დებიუსი - "თოჯინების
კეკ-უოკი";
ი.
შტრაუსი -
"რადეცკი მარში"
და სხვ.
No comments:
Post a Comment