სტანდარტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

III კლასი
სახვით და გამოყენებით ხელოვნება

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.III.1.  მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტ და პრინციპი   ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.
ს.გ.III.11.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგასახვითი და გამოყენებითი     ხელოვნების დარგებ, ზოგიერთ ჟანრ და დააკავშირისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ს.გ.III.2.  მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის   გამოყენების უნარ ნამუშევრის შექმნისას. 
ს.გ.III.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
ს.გ.III.12.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
ს.გ.III.3.   მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

ს.გ.III.9.   მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ  და სხვის ნამუშევარსა და აზრს.

ს.გ.III.13 . მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების            ნიმუშებს.
ს.გ.III.4.  მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.III.10.   მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

ს.გ.III.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულს მარტივ სამუშაო.


ს.გ.III.6.  მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.




წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტ და პრინციპი  ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გადმოსცემს განწყობილებას მხატვრული ხერხების მეშვეო­ბით (ხაზი, ფერი და ფორმა);
·           ქმნის ფაქტურებს ნამუშევარში (სხვადასხვა ტიპის მონასმებით, დაფარული ზედაპირის დაკაწვრით, თითების, ღრუბლის, ჩხირების, ჯაგრისის დახმარებით და სხვ.);
·           იყენებს ცივ და თბილ ფერებს ნამუშევარში;
·           ფერის ბორბალზე  ამოიცნობს ძირითად, შედგენილ და კონტრასტულ ფერებს (წითელი-მწვანე, ყვითელი-იასამნისფერი, ლურჯი-ნარინჯისფერი);
·           სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში  მთავარს;
·           გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე.

ს.გ.III.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და  პროცედურის   გამოყენების უნარ ნამუშევრის შექმნისას.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხატავს ფანქრით, პასტელით, აკვარელით, გუაშით, ნახშირით, ცარცით და სხვ.;
·           ძერწავს მარტივ ფორმებს სხვადასხვა მასალით (თიხა, პლასტილინი, ცომი, ცვილი და სხვ.);
·           სხვადასხვა მასალით ქმნის მარტივ გამოსახულებებს, კომპოზიცი­ებს;
·           მოძიებული და უკვე ნაცნობი მასალით (ხის ქერქი, ნიჟარა, მავთული, თოკი, ქაღალდი, მძივი, მუყაო და სხვ.) ამზადებს მარტივ ნაკეთობებს და კონსტრუქციებს.
ს.გ.III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნახატში გადმოსცემს გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;
·           ხატავს პორტრეტებს (მშობლები, თანატოლები და სხვ.);
·           მეხსიერებით ხატვისას გამოსახავს ამა თუ იმ გარემოსთვის შესაბამის ობიექტებს და დამახასიათებელ ნიშნებს;
·           გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და ამინდს;
·           გამოსახავს მარტივი გეომეტრიული ფორმებით აღძრულ ასოციაცი­ებს.

ს.გ.III.4.   მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ქმნის სიუჟეტებს  თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით;
·           ნამუშევარში გადმოსცემს სპექტაკლზე, კონცერტზე, ცირკში, ზოოპარკში, მუზეუმში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·           გამოსახავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გაცნობის შედეგად გაჩენილ იდეებს (თემა, სუჟეტი, პერსონაჟი, მხატვრული ხერხი);
·           ხატავს ლიტერატურული ნაწარმოების, ფილმის, მულტფილმის გმირებსა და ასევე, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს.

ს.გ.III.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულს მარტივ სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს საკლასო ოთახის, ეზოს დასუფთავება-გალამაზებაში;
·           ნიშნავს დავალებებს;
·           ამზადებს და ალაგებს სამუშაო იარაღებს და მასალას;
·           იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

ს.გ.III.6.  მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
·           დასმულ ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად;
·           ითხოვს დახმარებას და იჩენს სხვების დახმარების ინიციატივას.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.III.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამბობს, რა მოსწონს ნამუშევარში, რა-არა, ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
·           უსმენს მასწავლებლსა და თანაკლასელებს და ითვალისწინებს მათ აზრს;
·           აღწერს ნაწარმოების შინაარსს;
·           სვამს კითხვებს უცნობი ტერმინის ან სიტყვის მნიშვნელობის დასაზუსტებლად;
·           ნამუშევარზე საუბრისას იყენებს სათანადო ტერმინებს;
·           უზიარებს მეგობრებს დაკვირვების შედეგებსა და გამოცდილებას;
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნამუშევრის წარდგინების დროს;
·           წარმოადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე.

ს.გ.III.8.  მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის  თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს ნამუშევრით აღძრულ შთაბეჭდილებებზე;
·           საუბრობს იმის შესახებ, თუ რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის ფერი;
·           ცდილობს ამოიცნოს ჩანაფიქრი და განწყობილება სხვათა ნამუშევრებში;
·           განმარტავს, რისი ასახვა უნდოდა ნამუშევარში.

ს.გ.III.9.  მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ  და სხვის ნამუშევარსა და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           არ ხმაურობს თანაკლასელის ნამუშევრის წარდგინების დროს;
·           აცდის სხვას საუბარს;
·           მხარს უჭერს, ამხნევებს თანაკლასელებს, და კეთილგანწყობილია მათ მიმართ;
·           უფრთხილდება საკუთარ და სხვის ნამუშევარს.

ს.გ.III.10.     მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს საკლასო სპექტაკლში;
·           მონაწილეობს საკლასო და სასკოლო ზეიმში;
·           მონაწილეობს საკლასო და სასკოლო გამოფენაში;
·           დადის მუზეუმებში და გამოფენებზე;
·           დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტრულ მემკვიდრეობას.

მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.III.11.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგასახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებ, ზოგიერთ ჟანრ და დააკავშირისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მიაკუთვნებს მათ შესაბამის დარგს (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება);
·           საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნების ამა თუ იმ დარგის მიმართ (რომელი მოსწონს და რატომ);
·           საუბრობს ამა თუ იმ ჟანრისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე.

ს.გ.III.12.   მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ნასწავლი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს და სიუჟეტებს ხელოვნების ნიმუშებში;
·           აკავშირებს სახვითი ხელოვნების ნაწარმოების შინაარსს (მაგ., წელიწადის დროები) იმავე თემაზე შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებთან, რომელიც მუსიკის გაკვეთილზე მოისმინა;
·           სვამს კითხვებს ნამუშევარში ასახული საგნებისა და მოვლენების  შესახებ.

ს.გ.III.13.   მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების  ნიმუშებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების ძეგლებზე; 
·           მსჯელობს ხელოვან ადამიანებზე და ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებითაც ცნობილია მისი უბანი, სოფელი, დაბა, ქალაქი, რაიონი.

პროგრამის  შინაარსი

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ხაზი, ფერი (ფერის ბორბალზე ძირითადი, შედგენილი და კონტრასტული ფერების ამოცნობა, ცივი და თბილი ფერების გარჩევა); ფაქტურა, ფორმა, განწყობილების გადმოცემა ხაზის, ფერისა და ფორმის საშუალებით; ძირითადის გამოყოფა ნახატში, გამოსახულების განაწილება სასურათე სიბრტყეზე.
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
ხაზი - (მაგ., რ. ფეტვიაშვილის გრაფიკა),; ფორმა, ფერი (ფერის ბორბალი, ძირითადი, შედგენილი და კონტრასტული, ცივი და თბილი) - მაგალითად, კლოდ მონე,  ედგარ დეგა, ანრი მატისი, ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო (ცისფერი და ვარდისფერი პერიოდები), რობერ დელონე, აუგუსტ მაკე, ვასილი კანდინსკი, ფრანც მარკი და სხვ.
ნამუშევარში ძირითადის გამოყოფა (ზომა, ფერი, ფორმა) - მაგ. შესაბამისი ნიმუშები ძველი ეგვიპტის (მაგ. თებეს სამარხის კედლის მხატვრობა “ნადირობა ნილოსზე”, ტუტანამონის სამარხის ზარდახშის მხატვრობა “ნადირობა ლომებზე”), შუამდინარეთის, ანტიკური საბერძნეთის ხელოვნებიდან; ელ გრეკო (“მაცხოვრის კვართზე წილის ყრა”) და სხვა.
მასალა და იარაღი:

ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ფლომასტერი, ცარცი, ნახშირი, ფერადი ქაღალდი, ჟურნალ-გაზეთები, მუყაო, პლასტილინი, თიხა, ცომი, ცვილი; ბუნებრივი თუ ხელოვნური მასალა (თოკი, მავთული, საცობი, ნიჟარა, ხის ქერქი, ხავსი, ფერადი კენჭები, მძივები, ღილები, კოლოფები და სხვ.); ფუნჯი, მაკრატელი, წებო და ა.შ.

ტექნიკა და პროცედურა:

ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდით მოდელირება, ფერადი ძაფებით მარტივი კომპოზიციის შექმნა და სასურათე სიბრტყეზე დაწებება, ნიჟარების გაფერადება და მარტივი კომპოზიციის შექმნა, ქვიშაზე ხატვა, წათლილი ფერადი ფანქრებიდან მორჩენილი ნაფცქვენებით  მარტივი გამოსახულებების შედგენა და სასურათე სიბტყეზე კომპოზიციის შექმნა. მოზაიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია; დახევა, დაჭმუჭვნა, დაჭრა, დაწებება და სხვ.

დაკვირვება გარემოზე:

საგნების, ობიექტებისა თუ მოვლენების ნიშან-თვისებათა (ფერის, ფორმის, ფაქტურის) ასახვა. ასევე, დაკვირვების პროცესში აღძრული ასოციაციების, განწყობილებების, შთაბეჭდილებების და გაჩენილი იდეების გადმოცემა.

იდეების წყაროები:

შთაბეჭდილებები გარემოზე დაკვირვებიდან; ფანტაზია; ზღაპრული, მითოლოგიური, ბიბლიური, მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟები და სიუჟეტები, მაგალითად: ბერძნული მითები, საბავშვო ბიბლია, იგავ-არაკები, მოთხრობები და სხვ.; მსოფლიო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშების დათვალიერება; მხატვრული და ანიმაციური ფილმები (“პიტერ პენი”, “რობინ ჰუდი”, “წუნა და წრუწუნა”, “ჩხიკვთა ქორწილი”, „სიზმარა“, დისნეის მულტიპლიკაციური ფილმები და სხვ.);  მუსიკალური ნაწარმოებები: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “მთვარის სონატა”, ანტონიო ვივალდის “წელიწადის დრონი”, კლოდ დებიუსის “მთვარის შუქი”, პეტრე ჩაიკოვსკის “მაკნატუნა”, სერგეი პროკოფიევის “პეტია და მგელი” და სხვ.;  სხვადასხვა სახის წარმოდგენა (თეატრალური, საცირკო და სხვ.); ადგილობრივი და ოჯახური სადღესასწაულო ტრადიციები.

სავარაუდო თემები:

“მხიარული არდადეგები”, “ზღვაზე”, “მზის ჩასვლა”, “წვიმიანი დღე”, “ხედი ჩემი ფანჯრიდან”, “შემოდგომის ტყე”, “საშობაო  საჩუქარი”, “გაზაფხული მოვიდა”, “ზღაპრული ფრინველი“, “თეატრში”, “მოგზაურობა აფრიკაში“, “ჯუნგლები”, “მოგზაურობა მატარებლით/თვითმფრინავით”, “მოგზაურობა კოსმოსში”, “ოცნების ქალაქი”, თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით; ეპიზოდები და პერსონაჟები მხატვრული ლიტერატურიდან და სხვ. 

შრომითი საქმიანობა:

მონაწილეობა საკლასო ოთახის,  ეზოს დასუფთავება-გალამაზებაში; დროის ლიმიტის, უსაფრთხოების წესებისა და ჰიგიენის დაცვა.

მუშაობის სტრატეგია:

მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.

ღონისძიებები:

საკლასო და სასკოლო გამოფენა, შეხვედრა ხელოვანთან, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები (მუზეუმები, გალერეები, არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლები და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით.
წარდგინება:

ნამუშევრის წარდგენა (საუბარი ნამუშევარზე, შეფასება), კითხვების დასმა, პასუხის გაცემა, შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების გაზიარება, პატივისცემის გამოხატვა სხვისი ნამუშევრის და აზრის მიმართ, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენა, სათანადო ტერმინების გამოყენება.

ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

სახვითი ხელოვნების და არქიტექტურის ცნობილი ნიმუშების დათვალიერება, ამოცნობა და მიკუთვნება კონკრეტული დარგისადმი (არქიტექტურა, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი); ნაწარმოების მიკუთვნება ჟანრთან (ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, ყოფითი და ა.შ.); შინაარსის დაკავშირება სხვა საგნებში განვლილ მასალასთან; საუბარი ნამუშევრიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე; ნამუშევარში გადმოცემული განწყობილების ამოცნობა; ხელოვნების ადგილობრივი ძეგლების, მოღვაწეების და მათი შემოქმედების გაცნობა.

რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
არქიტექტურა – მაგალითად,  იშთარის კარიბჭე, კოლიზეუმი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი და სხვ. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხუროთმოძღვრული ძეგლები -  უფლისციხე, ვარძია, ხერთვისი, ერეკლე მეორეს სასახლე თელავში და სხვ.
ქანდაკება – მაგალითად, ძველი სამყარო - ეგვიპტური, ბერძნული, რომაული.
ფერწერა – კნოსოსის სასახლის მხატვრობა, პომპეის ფრესკები, ტომაზო მაზაჩო, სანდრო ბოტიჩელი, რაფაელ სანტი, პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ნიკო ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი  და  სხვ.
გრაფიკა – ლეონარდო და ვინჩი, ალბრეხტ დიურერი ("კურდღელი"), ანრი მატისი, ჩინური და იაპონური გრაფიკა და სხვ.

გამოყენებითი ხელოვნება:
ქართული და ბერძნული ანტიკური კერამიკა, ხალიჩები, არქეოლოგიური არტეფაქტები (მაგ. კოლხური სამკაული, კოლუმბამდელი ამერიკის და აფრიკული ნიღბები, ჭურჭელი და სხვა ნაკეთობები.


No comments:

Post a Comment