III კლასის სტანდარტი სპორტში
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
ჯანმრთელობა დაუსაფრთხოება
მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
აქტიური მონაწილეობა
სპ.III.1.1.
მოსწავლეს შეუძლია
დაიცვას პირადი ჰიგიენისა
და უსაფრთხოების წესები.
ს.პIII.2.1.
მოსწავლეს შეუძლია
ფიზიკურ აქტივობაში
მონაწილეობისათვის
აუცილებელი მოძრაობითი
უნარ-ჩვევების წარმოჩენა
(გადაადგილება: გაქცევა,
გამოდევნება;
მანიპულირება: დარტყმა,
მიზანში სროლა;
წონასწორობის
შენარჩუნება: სხეულის
სხვადასხვა
მიმართულებით მოძრაობა,
ტრიალი).
სპ.III.3.1.
მოსწავლეს შეუძლია
მიიღოს მონაწილეობა
ძირითად ფიზიკურ
აქტივობებში, რომლებიც
აუმჯობესებენ მის
ჯანმრთელობას.
სპ.III.3.2. ფიზიკურ
აქტივობებში
მონაწილეობისას ეუფლება სასოცოცხლო უნარ-ჩვევებს (პრობლემის გადაჭრა,
გადაწყვეტილების მიღება,
მიზნის დასახვა,
ადამიანებთან
ურთიერთობა). სპ.III.3.3.
შეუძლია დააკავშიროს
ფიზიკური აქტივობა
სხეულის
მდგომარეობასთან.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სპ.III.1.1. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
ჩამოთვლის, რა სახის საკვები უნდა აირჩიოს ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნების მიზნით;
აღწერს სხეულის სისუფთავისა და კბილების სიჯანსაღის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
აღწერს ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე;
აღწერს, როგორ უნდა დაიცვას თავი ტრავმებისაგან;
აღწერს საგზაო უსაფრთხოების დაცვის ძირითად წესებს (გადასასვლელი, შუქნიშანი);
აღწერს თამბაქოსა და ალკოჰოლის უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე.
მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
სპ.III.2.1. მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელიმოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა (გადაადგილება: გაქცევა, გამოდევნება; მანიპულირება:დარტყმა, მიზანში სროლა; წონასწორობის შენარჩუნება: სხეულის სხვადასხვა მიმართულებითმოძრაობა, ტრიალი).
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
გადაადგილებისას ერთმანეთს უხამებს სხვადასხვა მოძრაობებს, ცვლის სიჩქარესა და მიმართულებას;
მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით, გვერდს უვლის დაბრკოლებებს, ხელიდან უსხლტება მოწინააღმდეგეს;
გადაადგილდება ბურთთან ერთად (კენწლავს ხელით ან ფეხით);
ირჩევს ოპტიმალურ სიჩქარეს და გზას მიზნის მისაღწევად ბურთით ან მის გარეშე;
ახვედრებს ბურთს მიზანში ან აწოდებს ადგილზე მდგომ პარტნიორს;
აკეთებს ცრუ მოძრაობებს ბურთით ან მის გარეშე;
მსუბუქი ბურთს (ან ბუშტს) არ აძლევს მიწაზე დაშვების საშუალებას (კენწლავს თავით, ხელით, ფეხით, მხრით);
მოკლე მანძილიდან გამორბენით გადახტება დაბალ სიმაღლეზე;
ინარჩუნებს წონასწორობას ხარიხაზე;
მოძრაობს ტანით სხვადასხვა მიმართულებით (ღერძზე ან ტანვარჯიშულ კედელზე ვარჯიშის დროს).
მიმართულება: აქტიური მონაწილეობა
სპ.III.3.1. მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ძირითად ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიცაუმჯობესებენ მის ჯანმრთელობას.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებში, ცეკვებსა და თამაშებში;
აქტიურად ერთვება სკოლისა და ეზოს თამაშებში;
არდადეგების დროს იყენებს სკოლაში მიღებულ ცოდნას სპორტის დარგში და უზიარებს სხვებს.
სპ.III.3.2. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობისას ეუფლება სასოცოცხლო უნარ-ჩვევებს(პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, მიზნის დასახვა, ადამიანებთან ურთიერთობა).
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
თამაშისას იცავს დადგენილ წესებს;
ითვალისწინებს თანაგუნდელის ინტერესებს;
ამჟღავნებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანატოლებისადმი;
აქვს საკუთარი წარმოდგენები ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე;
პატივს სცემს როგორც საკუთარი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს და უფრთხილდება სპორტულ ინვენტარს;
ისახავს მიზანს (მინდა ვისწავლო ვარჯიში და ტექნიკა, მინდა ვიყო უფრო სწრაფი და ა.შ.) და მასწავლებელთან ერთად გეგმავს მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს.
სპ.III.3.3. შეუძლია დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა სხეულის მდგომარეობასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
აღწერს გავარჯიშებული სხეულის თავისებურებებს (ლამაზი ტანი, ძლიერი კუნთები, ფიზიკური გამძლეობა);
აღწერს ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგ საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას (სუნთქვა, გულისცემა).
No comments:
Post a Comment